weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჩუქარი მატარებლის მგზავრებს

17:11 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით წიგნებით დატვირთული მატარებელი გავიდა. უჩვეულო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მწერლებმა გელა ჩარკვიანმა და გურამ მეგრელიშვილმა გამართეს. Stadler Kiss ორსართულიან მატარებელში პირველ ეტაპზე გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წიგნები განთავსდა.

რკინიგზას წიგნები ასევე გადასცეს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“, „სისტეამ“, „გამომცემლობა შემოქმედი ანგელოზი“, „ილიაუნის გამომცემლობამ“, „წიგნები ბათუმში“ და სხვა. პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც მგზავრებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას შესთავაზებს.

„მგზავრების კომფორტზე ზრუნვა, საქართველოს რკინიგზისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მგზავრებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ, რაც ერთის მხრივ წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი მგზავრობის პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის.

ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი ეს ის რკინიგზის სადგურებია, სადაც მოხალისეებმა, ავტორებმა და გამომცემლობებმა წიგნები მოიტანეს. 

 მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ასეთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის. მიხარია რომ წინასაახალწლოდ სასიამოვნო საჩუქარი გავუკეთეთ მგზავრებს და იმედი მაქვს ჩვენი მოძრავი ბიბლიოთეკის საშუალებით მგზავრები თავიანთ წიგნებსაც გაუზიარებენ ერთმანეთს. ნებისმიერ მგზავრს შეუძლია საკუთარი წიგნი დატოვოს სხვა მგზავრისთვის“, – აცხადებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია.

აღსანიშნავია, რომ მოძრავი ბიბლიოთეკა სხვადასხვა გემოვნებისა და ასაკის მკითხველზეა გათვლილი. 

„ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. საგანგებოდ ისეთი წიგნები შევარჩიეთ, რომელსაც 5 საათის განმავლობაში მგზავრი ადვილად წაიკითხავს. წარმოდგენილი ლიტერატურა ჟანრობრივად მრავალფეროვანია.

უცხოელი ტურისტების ფაქტორიც გავითვალისწინეთ და სწორედ ამიტომ წიგნებს ინგლისურ და რუსულ ენაზეც ვთავაზობთ მკითხველებს.

შევარჩიეთ ახალი გამოცემები და თაროებს ხშირად განვაახლებთ როგორც თანამედროვე ქართული ლიტერატურით, ისე თარგმანებით“, – აღნიშნავს გამომცემლობა „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია.

სულ მალე ბიბლიოთეკა მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელში მოეწყობა. „საქართველოს რკინიგზა“ ბედნიერ და საინტერესო მგზავრობას გისურვებთ!

 

[R] სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]